ერთი კაცის შოუ, საქართველოში საბჭოთა კავშირის ბნელი დღეები დადგა - ევროპარლამენტარი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

07.11.25 11:08
ერთი კაცის შოუ, საქართველოში საბჭოთა კავშირის ბნელი დღეები დადგა - ევროპარლამენტარი ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს

 

 

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატია სერიოზული უკუსვლის ეტაპზეა და "ოცნების" ხელისუფლების ქმედებები საბჭოთა ეპოქას წააგავს. ამის შესახებ მან "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

მისი თქმით, ევროკომისიის 9 პირობიდან არცერთი შესრულებული არ არის და ქვეყანა პროგრესის ნაცვლად უკან მიდის.

გალერი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, დააწესონ სანქციები "ოცნების" წარმომადგენლებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, რათა შეჩერდეს დემოკრატიული რეგრესის პროცესი. 

დე ფაქტო რეჟიმმა გაწევრიანების მოლაპარაკებები ევროკავშირთან შეაჩერა, არის სერიოუზული დემოკრატიული უკუსვლა, ევროკომისიის 9 პირობიდან არცერთი მათგანი არ შესრულებულა, პროგრესიის ნაცვლად არის სერიოზული უკუსვლა, პოლიტიკური ფიგურები ციხეში არიან, ეს საბჭოთა კავშირის დასასრულის ბნელ დღეებს მახსენებს. ერთი მხრივ, ვგმობ  ხელისუფლების ქმდებას და ამავდროულად, ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც არ უნდა საბჭოთა საქართველოში ცხოვრება. ამიტომ, ევროპარლამენტარები მოვუწოდებთ ჩვენს აღმასრულებელ სტრუქტურებს, საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, რომ გადადგან დამატებითი ნაბიჯები, დაასანქცირონ პასუხისმგელი პირები, განსაკუთრებით ივანიშვილი, რომ მათ ვეღარ შეძლონ თავისუფლად მოგზაურობა, მათი ფინანსების გამოყენება ევროკავშირში. ამჟამად, წევრი სახელმწფოების მოქმედებით ცოტა იმედგაცურბულები ვართ, მაგრამ ჩვენ ზეწოლას გავაგრძელებთ. 

თქვენ ევროპის ბევრს პარლამენტში გყავთ მეგობრები, თქვენ არ მიგატოვებენ. საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ რომ ტავისუფლება და დემოკრატიაა საქართველოს ევროპულ გზაზე  გაიმარჯვებს. ეს ბიჭები , რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ფიქრობენ, რომ ყველაფერი აქვთ, მაგრამ ასე არაა. საქართველოს შემხთვევაში ჩვენ ვხედავთ მმართველ პარტიას, თუ ეს პარტიაა საერთოდ, ეს არის ერთ კაციანი შოუ, რომელიც სხვა ბიჭების მეშვეობით კულისებში მართავს ყველაფერს. პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ჩვენ არასდროს გვინახავს ასეთი მასშტაბის უკუსვლა. 

სანქციების სიაში, რომელსაც ევროკომისია განიხილავს, უნდა მოხვდეს ყველა, მათ შორის ისინიც, ვინც ხმას აძლევენ პარლამენტში რეპრესიულ კაკონებს, ასევე ისინიც ვინც აღმასრულებელ რგოლში მოქედებენ. უნდა მოხდეს იდენტიფიცირება, ვინ ვინ არის, ამ სიაში უდანაშაულო ადამიანი არ მოხვდება, - აცხადებს გალერი.

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.