ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არა საქართველომ, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა - კობახიძე
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ არა საქართველომ, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება.
TRT WORLD-თვის მიცემულ ინტერვიში, "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ 2022 წლიდან, როდესაც საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარადგინა, "ხელოვნურ გამოწვევებს აწყდებოდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე".
თუ საქართველოს სხვა კანდიდატ ქვეყნებს, მოლდოვას ან ბოსნიას შევადარებთ, საქართველო გაცილებით წინ არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. თუ ამ ყველა კრიტერიუმს გავითვალისწინებთ, საქართველო გაცილებით უკეთეს ადგილზეა. სხვათა შორის, 2023 წლის იანვარში ევროკომისიამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, ანგარიში მინიჭებული ქულებით. ქულების მინიჭებამ აჩვენა, რომ საქართველო გაცილებით უკეთესია მოლდოვასთან, ბოსნიასთან შედარებით, თუმცა ამ ორმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ საქართველოს განაცხადი უარყოფილია. არანაირი ახსნა-განმარტება, არაფერი. ასე დაიწყო ეს გამოწვევა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში. საბოლოოდ, არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება“- განაცხადა კობახიძემ.