ელენე ხოშტარიას პასუხი: გამომძიებლები მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე
გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან - ამის შესსახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
მისი თქმით, სასამართლო პროცესთან არანაირი შეხებაარც ერთი ფორმით არ ექნება.
როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რა თქმა
უნდა, არანაირი შეხება ე.წ სასამართლო პროცესთან არც ერთი ფორმით არ მექნება. მე მყავს ორი არაჩვეულებრივი ადვოკატი შოთა თუთბერიძე და ანა გახოკიძე, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში, არიან ჩემს გვერდით.
ადვოკატი არის მაგრამ არ არის საქმე. იმ ბოდვას, რაც გუშინ მოვისმინეთ, მე საქმედ არ მივიღებ.მითუმეტეს, ამდენი ადამიანის დაკავებისა და ადვოკატების დატვირთულობის ფონზე, უარს ვაცხადებ, ვინმე წარმომადგენდეს იმ შენობაში (სასამართლოში).
ჩემს პოზიციას ყველა საჯარო კითხვაზე შოთა და ანა გაახმოვანებენ. მადლობა მათ!გუშინ გამომძიებლები რომ შემოვიდნენ ციხეში, ბადრაგი მოვიდა და გასვლაზე უარი ვთქვი. შემდეგ მომადგნენ საკნის კართან და გავაგდე. არ შეისმინეს - კიდე გავაგდე. შემდეგ ზურგი შევაქციე და გავუშვი პუტინთან.
ბოლომდე!"- წერს ხოშტარია.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული 300-მდე პოლიტიკური თანამდებობის პირისა, საჯარო მოხელის თუ ბიზნესმენის სანქცირება გენერალურმა პროკურორმა სამი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას, ზურაბ ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტიურობას დაუკავშირა.
სამივე პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე აღძრულია საბოტაჟისა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით.
ელენე ხოშტარიას ედავებიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას ან მხარდაჭერას.