ცნობილია, როდის ჩაინიშნა ნიკა მელიას გატაცების საქმეზე სასამართლო პროცესი

07.11.25 13:54
ცნობილია, როდის ჩაინიშნა ნიკა მელიას გატაცების საქმეზე სასამართლო პროცესი

 

 

ნიკა მელიას გატაცების საქმეზე საქალაქო სასამართლოში პროცესი 10 ნოემბერს ნოემბერს ჩაინიშნა - ადვოკატ გიორგი კონდახაშვილის თქმით, კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებულ ლიდერს 5 თვის შემდგომ გადასცეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი. უფლებადამცველი ამბობს, რომ 10 ნოემბრის პროცესს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აუცილებლად დაესწრება. 

დღეს საქალაქო სასამართლოში ასევე ჩანიშნულია კიდევე რთი პროცესი, ამჯერად მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძისთვსი წყლის შესხმასტან დაკავშირებით, თუმცა ადვოკატის თქმით, აღნიშნულ სხდომას ნიკა მელია არ დაესწრება. 

ჩანიშნულია ნიკა მელიას მორიგი ბრალდების საქმე წყლის შესხმის ეპიზოდთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ წარვადგენთ უკვე ჩვენს პოზიციებს, როგორც მტკიცებულებებთან, ისე შესაძლოა დასკვნით სიტყვებზე გადავიდეთ. როგორც იქნა, 5 თვის შემდგომ ნიკას გადასცეს ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, სადაც წერია, რომ თითქოსდა მოძრავი მანქანიდან მან ათეულობით პოლციიელს მიაყენა შეურაცხყოფა, უწოდა მას მონები და ამის შემდგომ იგი დააკავეს, როდესაც ის მიდიოდა ინტერვიუს მისაცემად. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმთან დაკავშირებით პროცესი ჩანიშნულია 10 ნოემბერს სასამართლოში, საინტერესო იქნება. ნიკა აპირებს აღნიშნულ პროცესზე მოსვლას", - აცხადებს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი. 

  • შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.

ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ. 

 

მსგავსი სიახლეები