ოპოზიციის ლიდერის საქმეში ჩადეს ყველა ის სისხლის სამართლის ქეისი, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აღძრეს

07.11.25 13:14
ოპოზიციის ლიდერის საქმეში ჩადეს ყველა ის სისხლის სამართლის ქეისი, რომელიც აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აღძრეს

 

 

ფურცლების მთელი დასტა - პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმის მასალები ადვოკატებს ყუთებით გაატანეს.  ადვოკატების თქმით, ოპოზიციის რვა ლიდერის საქმეში პროკურატურამ გააერთიანა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეების და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრეს.

საქმეში დევს მყარი დისკები, ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, ასევე რასამთავრობოების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც

ე.წ. საბოტაჟის საქმე არის 36 ტომიანი. სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ მაკულატურას, ამ საქმის მასალებს ნიკა მელიასთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. 2024 წლიდან აქციებზე განვითარებული მოვლენები, ის რა გამოძიებებიც მიმდინარეობდა პოლიციაში, ყველაფერი წამოიღო პროკურატურამ და გააერთიანა. ამიტომაც არის 36 ტომი. ყველა აქციაზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქმეები პროკურატურამ გამოითხოვა პოლიცებიდან და გააერთიანა. რასაც ბოლოს დაარქვა საბოტაჟი", - აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი.  

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.