ბარამიძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დევნით ფუტურო საკონსტიტუციო სარჩელისთვის იურიდიულ საფუძველს ქმნის

07.11.25 13:15
ბარამიძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციის დევნით ფუტურო საკონსტიტუციო სარჩელისთვის იურიდიულ საფუძველს ქმნის

 

 

 "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" წარმომადგენლის, ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა წარმოადგენს "ოცნების" ხელისუფლების მცდელობას, შექმნას იურიდიული საფუძველი მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში გასატანი სარჩელისთვის. მისი თქმით, ოპოზიციის ბოიკოტი და ივანიშვილის გუნდის არალეგიტიმურად გამოცხადება არ შეიძლება, ჩაითვალოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობად, თუმცა ხელისუფლება ცდილობს, ამ ბრალდებებით შექმნას ფორმალური წინაპირობა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით საკუთარი პოლიტიკური მიზნები გაამართლოს. 

დარჩენებისთვის ბოიკოტის გამოცხადება და თქმა იმისა, რომ არჩევნების მიმტაცებელი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას არ ნიშნავს არცერთი საერთაშორისო თუ ეროვნული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამ გუშინდელი ბრალდების წარდგენით და ეს, სავარაუდოდ, უმოკლეს ვადებში ნაჭყებიას ან გალუსტაშვილის მიერ თავიანთ სტილში გამოტანილი განაჩენების საფუძველზე უნდათ, შეუქმნონ ამ ფუტურო საკონსტიტუციო სარჩელს რაღაც საფუძველი. ეს იქნება აღიარებული როორც პრეიურიდიციული გადაწყვეტილება, რომელსაც დაყრდნობა საკონსტიტუციო სასამართლო და იტყვის, რომ ეს ფაქტები არის დადგენილი სასამართლოს ამა თუ იმ გადაწყვეტილებებზე, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.