ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმეში ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის ჩვენებები დევს

07.11.25 13:21
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქმეში ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის ჩვენებები დევს

 

 

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეში ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის ჩვენებები დევს.

ამის შესახებ ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა "პირველებთან" მას შემდეგ განაცხადა, რაც საქმის მასალები გადაეცა. 

ერთადერთი ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ბრალს შეიძლება პროკურატურის ვერსიით შეიძლება ადასტურებდეს მის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, სხვა ფიზიკურად ვერ იარსებებს კიდევ და კიდევ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სასაცილო დანაშაული, საბოტაჟს ვგულისხმობ, არ ჩაუდენია. გამოძება დაწყებულია და მიმდინარეობს ვატო შაქარაშვილის და ნანა კაკაბაძის განცხადებების საფუძველზე და თავად ეს ფაქტი, ჩემი აზრით, მრავლისმეტყველია. მათი განცხადებების საფუძველზე დაწყებული გამოძიება, ბუნებრივია, იქნება ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.  

ფურცლების მთელი დასტა - პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ საქმის მასალები ადვოკატებს ყუთებით გაატანეს.  ადვოკატების თქმით, ოპოზიციის რვა ლიდერის საქმეში პროკურატურამ გააერთიანა ყველა ის სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში აქციის მონაწილეების და სინდისის პატიმრების წინააღმდეგ აღძრეს.

საქმეში დევს მყარი დისკები, ფარული ვიდეო და აუდიო მასალები, ასევე რასამთავრობოების წარმომადგენლების გამოკითხვის ოქმებიც.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება. სააკაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ვაშაძეს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი. ბრალსი დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე პოლიტიკოსს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურა ამბობს, რომ პოლიტიკოსები ვინც დაკავებულები არიან, ციხეს დათქმულ ვადაში დატოვებენ და ამის შემდეგ დაელოდებიან ახალ განაჩენს.