"ყველას გეპატიჟებით დაბადების დღეზე" - რა თქვა მანჩო გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი, მანჩო გიორგობიანი პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითოვს - შესაბამის განცხადება ერთ-ერთ სუპერმარკეთთან მომხდარი ჯგუფური ორგანიზების და მასში მონაწილეობსი ბრალდებით დაკავებულმა ქალმა სასამართლო პროცესზე გააკეთა.
განსასჯელის სკამზე მჯდომმა გიორგობიანმა სასამართლო დარბაზში თქვა, "არანაირი ფსიქოტროპული აშლილობა არ აქვს".
რაც შვილი გარდამეცვალა წმინდანების ხედვა დავიწყე მე თვითონ მივედი კლინიკაში 4-ჯერ და დავწექი. მერე მივედი მამაოებთან და მითხრეს, რომ მადლი გადმოვიდა ჩემზე. არანაირი ფსიქოტროპული და ბიპოლარული აშლილობა მე არ მაქვს. თუ რამე აშლილობა მაქვს მხოლოდ მაშინ, როცა ვარ ნარკოტიკული თრობის ქვეშ.
10 წელია, ნარკოტიკების მომხმარებელი ვარ. ჩემი შვილი რომ გარდაიცვალა, მაშინ მიკეთებდნენ ფსიქოტროპულებს, დამაგდო ამან და მერე მომათავსეს ფსიქიატრიულში.
ვერანაირი ნარკოტიკი ვერ მერევა -მოცურავე ვარ, ცხენოსანი ვარ. საპროცესოს თუ მომცემთ 24-ში დაბადების დღე მაქვს და ყველას გეპატიჟებით, მაგარი დაბადების დღე მექნება", - განაცხადა გიორგობიანმა.
პროცესის დაწყებამდე ბრალდებულმა სხდომის გახსნა და სასამართლო დარბაზში ოპერატორების შეყვანა მოითხოვა.
" ბიჭები სად არიან? მარტო რატომ ვარ? რატომაა დახურული სხდომა, აქ არავინაა ჩემი ნაცნობი, შემოუშვან ჩემი სტუმრები"- ეს იყო მისი პირველი სიტყვებვები.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილის მიერ ბრალდების შინაარსის განმარტებისას ბრალდებულმა განაცხადა, რომ ციხის არ ეშინია.
„10 წელი ლოგინში ვიწექი, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?", - განაცხადა გიორგობიანმა.
ამის შემდეგ მოსამართლე დაინტერესდა, მხარეებს ერთმანეთის აცილება ხომ არ აქვთ, გიორგობიანმა თქვა, რომ თანახმაა მისი ინტერესები ადვოკატმა ლევან მარსაგიშვილმა დაიცვას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ქალმა პროკურორ გიორგი დოლაკიძის აცილებაზეც თქვა უარი. „ამისთანა სიმპათიურ ბიჭზე როგორ ვიტყვი უარს",- განაცხადა გიორგობიანმა პროკურორზე საუბრისას.
„ბიზნესმენი ვარ, ბიძინაზე მდიდარი",- ეს სიტყვებიც ბრალდებულს ეკუთვნის, რეპლიკა მანჩო გიორგობიანმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ გამოიყენა. არსენ კალატოზიშვილი დაინტერესდა, რას საქმიანობს განსასჯელის სკამზე მყოფი ქალი.