მე ლეგიტიმური ვარ - მიხეილ ყაველაშვილი

07.11.25 14:25
მე ლეგიტიმური ვარ - მიხეილ ყაველაშვილი

როცა თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით "არალეგიტიმურს", თავად ხართ არალეგიტიმური, - ამ სიტყვებით მიხეილ ყაველაშვილმა კრიტიკულ მედიას მიმართა. ჟურნალისტმა პრეზიდენტად დანიშნულ ყაველაშვილს შეახსენა, რომ ის ერთპარტიული პარლამენტის მიერ იქნა არჩეული.

თქვენ ახლა ვის ესაუბრებით? ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი? თქვენ სად ხართ და საზოგადოება სად არის? თქვენ საქართველოში ხართ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება და შეუძლებელია, ქვეყანა ხელისუფლების გარეშე იმართებოდეს. როცა თქვენ საქართველოს იურისდიქციაში იმყოფებით, როცა თქვენ არჩეულ პრეზიდენტს ეძახით "არალეგიტიმურს", თავად ხართ არალეგიტიმური. მე ლეგიტიმური ვარ!, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები