"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ბრიუსელს აბრალებს

07.11.25 15:21
"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ბრიუსელს აბრალებს

"ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ბრიუსელს აბრალებს. შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით ტყუილებს ავრცელებდა, მათ შორის, ევროინტეგრაციის შეფერხებაზე. 

"ოცნების" ლიდერი ასევე ამბობს, რომ ბრიუსელი ევროპულ ღირებულებებს არის აცდენილი. 

მაშინ იყო ტყუილი რასაც ამბობდნენ, რომ თითქოს საქართველოს პარლამენტმა მიიღო რუსული კანონი, რომელიც აღმოჩნდა შემდეგ ამერიკული კანონი. ტყუილი გამოიგონა (ევროკავშირმა) და ტყუილზე დაყრდნობით თქვა, რომ შეაცერებდა ინტერგაციის პროცესს. ხომ მართლა სირცხვილია, ევროპა, მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცე იქცა ასეთი ბოროტი გეგმების, სხვა ქვეყნისთვის ძირის გამოთხრის, რეჟიმ ჩეინჯების და ხალხზე ზექმომედების ინსტრუმენტად. ამიტომ, ბრიუსელი უნდა დაფიქრდეს, ისინი დღეს ასცდნენ ევროპულ ღირებულებებს, ასცდნენ იმას, რაზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები