ოპოზიციონერების დევნა ევროკომისიის ანგარიშზე ივანიშვილის პასუხია - შეფასება

07.11.25 15:39
ოპოზიციონერების დევნა ევროკომისიის ანგარიშზე ივანიშვილის პასუხია - შეფასება

ოპოზიციური ლიდერების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლო ნაბიჯები ევროკომისიის მწვავე დასკვნაზე რეაქციაა და წარმოადგენს მისი მხრიდან შეტევის ახალ ფაზას. პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი აღარ ცდილობს უკან დახევას და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებასა და პოლიტიკის სრულად კონტროლს. 

ივანიშვილის ეს ქმედება იყო პასუხი ევროკავშირის კომისიის გაფართოების უმძიმეს დაკსვნაზე. ივანიშვილმა ახლა ჩათვალა, რომ უკან დახევის დრო კი არ აქვს, კიდევ უფრო მეტ შეტევაზე უნდა გადავიდეს. პრაქტიკულად, ბოლო ფაზაშია შეტევის რეჟიმის გადასული. ამის იქით აღარაფერია, ჩვენ არ ვცხოვრობთ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა მას პირდაპირ შეუძლია, კედელთან მიაყენოს ადამიანები და დახვრიტოს. ახლა მართლა დროა ძალიან მჭიდრო კოორდინაციის, ერთიანო დემოკრატიული ფრონტის შექმნის და მართლა ერთობით რეჟიმის წინააღმდეგ გალაშქრების. ერთობლიცი ძალებით უნდა ვებრძლოთ პროპაგანდას, ერთობლივი ძალებით მრავალფეროვანი პროტესტები უნდა ვუზრუნველყოთ ამ ქვეყანაში და ერთიანი კოორდინირებული მესიჯებით ველაპარაკოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, - ამბობს გიორგი კირთაძე. 

"ლელოს" წევრის თამაზ დათუნაშვილის თქმით, პროკურატურის მიერ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებული დევნა არის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მარცხზე და მიუთითებს რეჟიმის მიერ რეპრესიული მმართველობისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. 

ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხეში დალპობით დაემუქრა პოლიტიკურ სპექტრს და პოლიტიკა დაატყვევა. ლოგიკური პოლიტიკური გაგრძელებაა იმ ფიასკოსი პიარულის, რომელიც განიცადა საკონსტიტუციო სსამართლოში პარტიების აკრძალვის სარჩელის სერიოზულობამ. ანუ საზოგადოებამ ეს არ მიიღო, ეს ფაქტია. საზოგადოებამ ეს აბსურდი, მარაზმი, არ მიიღო სერიოზულად, იმიტომ, რომ არასერიოზულია და ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც ახლა მოსკოვში ძალიან ნაცადია: არ ჭრის ლეგალური გზები? არ ჭრის პიარული შეტევა? მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.  

ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ "ოცნების" მიერ წამოწყებული პროცესი ემსახურება ქვეყნის დემოკრატიული სივრცის განადგურებას და საქართველოს პოლიტიკური სისტემის მოსკოვის მოდელზე მორგებას.

რატომ აკეთებს პუტინი და მისი მეხუთე კოლონა, მოღალატეთა და კრიმინალთა ბანდა ამ ყველაფერს? რისთვის სჭირდება პოლიტიკური რეპრესიები, რისთვის სჭირდება პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, რიგითი პატრიოტების დევნა-შევიწროება, პოლიტიკური სისტემის კადიროვიზაცია და ლუკაშენკოს ბელორუსის დამსგავსება? იმისთვის, რაც ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მას სჭირდება ეს ქვეყანა, როგორც ტერიტორია, როგორც მისი შპს და ეს არის თავიდან ბოლომდე პუტინის გეგმაში, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებიც აღარ იყვნენ, ეს ქვეყანა დაიცალოს ქართული სულისკვეთებისგან, - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე. 

პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ვის რას ედავება პროკურატურა: 

  • მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
  • ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  •  გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
  • ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.

 

მსგავსი სიახლეები