"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - თელავში "ოცნებას" სინდისის პატიმრის ოჯახი პროტესტით დახვდა [ვიდეო]
თელავში ჩასულ "ქართული ოცნების" ლიდერებს სინდისის პატიმრის ოჯახის წევრი პროტესტით დახვდა.
"თავისუფლება სინდისის პატიმრებს", "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ სიტყვბს სკანდირებდა სინდისის პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე თელავქალაქობის ღონისძიებაზე, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი, შალვა პაპუაშვილი და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.