პროკურორის თქმით, მანჩო გიორგობიანთან დაკავშირებით გამოძიება ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი მანჩო გიორგობიანის საქმის პროკურორის, გიორგი დოლაკიძის განცხადებით, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობის ბრალდებით დაკავებული ქალის მიმართ გამოძიება ეთნიკურ ნიადაგზე ჩადენილ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს.
პროკურორმა დღეს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ გიორგობიანის მიმართ რაიმე შეღავათის გამოყენება არ იგეგმება, ასევე თქვა, რომ ჩანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, რა სახის სახდელი იქნება გამოყენებული ბრალდებულის მიმართ.
გიორგი დოლაკიძემ ასევე განმარტა, რომ მაღაზიაში დაპირისპირება იმის შემდეგ დაიწყო გიორგობიანმა, რაც მას კონსულტანმა ფულსიდ ახურდავებაზე უარი უთხრა.
დაკავებული ქალი პროკურატურასთან არ თანამშრომლობს.
ამ ეტაპზე რაიმე შეღავათის გამოყენება არ იგეგმება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, როცა საგამოძიებო მოქმედებები სრულად ჩატარდება, ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. გამოსაკითხი არიან სხვა პირები, ჩასატარებელია ექსპერტიზები, როცა საბოლოო სურათი შეგვექმნება, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
გიორგობიანს გამოძიებასთან არ უთანამშრომლია, მას ჩვენებაც არ მიუცია. მანანა გიორგობიან უარი უთხრა მაღაზიის ორმა კონსულტანტმა თანხის დახურდავებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ეს საბაბი გახდა საკმარისი იმისათვსი, რომ მან დააორგანიზა ამ პირების მიმართ ძალადობის მოწყობა. მის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რასაც შესაბამისი დრო სჭირდება. დასკვნის მიღების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას.
თუ დადასტურდა, რომ ის შეურაცხადია, რაც არის განსაზღვრული კოდექსში, იმის მიხედვით მოთავსება შესაბამის დაწესებულებაში", - ამბობს პროკურორი.
- აღსანიშნავია, რომ საჯაროდ გავრცელებულ ვიდეომასალაში, გიორგობიანი მაღაზიის კონსულტანტებს, ეთნიკურად აზერბაიჯანელებს მიმართავს, სადაც მათი მისამართით გარკვეული ფრაზები ისმის.
ცნობისთვის, ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულ მანანა გიორგობიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება დაკავებულ 5 პირს, მათ შორის, ჯაკო ჩარკვიანს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან.