თინა ხიდაშელი ხსნის, რატომ დასჭირდა "ოცნებას" ევროკავშირზე ახალი "ტყუილის/აბსურდის" თქმა

07.11.25 17:38
თინა ხიდაშელი ხსნის, რატომ დასჭირდა "ოცნებას" ევროკავშირზე ახალი "ტყუილის/აბსურდის" თქმა

 "ქართული ოცნების" განცხადება ეს არის ტყუილი, ყოველგვარი მაგრამ-ის და დათქმის გარეშე - ამის შესახებ TV პირველს  ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა, თინა ხიდაშელმა განუცხადა. 

"აბსურდი და ტყუილი" - ასე პასუხობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ივანიშვილის პარტიის ლიდერების განცხადებებს, იმის შესახებ თითქოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის გაყინვა ბრიუსელის ბრალია.

ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ ახალი დეზინფორმაცია "ქართულ ოცნებას" საკუთარი ამომრჩევლის დასამშვიდებლად სჭირდება. 

თავად განცხადებაზე ერთადერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტყუილი - ყოველგვარი მაგრამ-ის და დათქმის გარეშე. ეს არის აბსურდი და ტყუილი. მიზეზი, რატომ აკეთებს ამ ყველაფერს ქართული ოცნება არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ის რომ დღეს ჩათვალეს საჭიროდ ამ ტიპის ახალი ტალშის აგორება ეს ნიშნავს, რომ  რაღაც კვლევა ჩაატარეს, კონკრეტული მონაცემები აქვთ , რომელიც უდასტურებთ, რომ ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას, მათი ამომრჩევლის უმრავლესობის ჩათვლით აქვს ჩამოყალიბებული აზრი, რომ ირაკლი კობახიძემ შეაჩერა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ. ახლა გადაწყვიტეს ამ აბსურდით ახალი ხაზი გააჩინონ პროპაგანდაში, რომ საკუთარ ამომრჩეველს მაინც შეცვალონ განწყობა - რომ თურმე კობახიძე არაფერ შუაშია და 5 თვით ადრე ევროკავშირს გაუჩერებია"- აცხადებს ხიდაშელი. 

რა დაწერა სამთავრობო მედიამ?  

სამთავრობო არხმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მტკიცებით, 2025 წლის 5 ნოემბერს  ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.

დღეს ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.

რა მოხდა სინამდვილეში? 

ცნობილია, რომ  ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შესახებ დასკვნა 2024 წლის 27 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ "ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს".

საჯაროდ არსებული განცხადებებით დასტურდება ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ გარკვეული დათქმაც გააკეთა - თქვა, რომ თუ უკან გაიწვევდა ე.წ. რეპრესიულ კანონს, მათ შორის "რუსულ კანონს" სახელით ცნობილ კანონპროექტს, მაშინ  ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.

 

მსგავსი სიახლეები