მომეპარა და ჩამარტყა, დამიზიანდა თვალი - რუსთავის ინციდენტის დროს დაშავებული
გუშინ, რუსთავის მერობის ოპოზიციის კანდიდატის, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პირი ამბობს, რომ მას დაზიანება სახის არეში მიაყენეს. შტაბის წევრების თქმით, თავდაპირველად თავდამსხმელი დავით კირკიტაძესთან სასაუბროდ მივიდა, მოგვიანებით კი ის ფიზიკურად დაუპირისპირდა.
პიროვნებები ვინც იყვნენ არ ვიცი. გვერდიდან მომეპარა და ჩამარტყა, დამიზიანდა თვალი", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
დაპირისპირების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი საკრებულოს თანამშრომლები, მათ შორის, ნინო ქავთარაძე. ქვათარაძის თქმით, მან ხმაური გაიგო, რის გამოც გადაწყვიტა ადგილზე გასულიყო.
დავით კირკიტაძესა და "ნაციონალური მოძრაობის" სამ წევრზე თავდამსხმელები ამ დრომდე თავისუფალი არიან. შტაბის წევრების ინფორმაციით, თავდამსხმელთა შორის იყო ვასილ ბალახაძე, რომელიც მათ ჩაუსაფრდა. პოლიციას ბალახაძე გამოკითხვაზეც არ დაუბარებია. დაპირისპირება რუსთავში, დავით კირკიტაძის საარჩევნო შტაბთან, გუშინ მოხდა.