კიშინიოვში უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ: ივანიშვილი პრესის თავისუფლების მიმტაცებლად და დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ მიიჩნევა

07.11.25 18:26
კიშინიოვში უცხოელი ექსპერტები მსჯელობენ: ივანიშვილი პრესის თავისუფლების მიმტაცებლად და დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ მიიჩნევა

უცხოელი ექსპერტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პრესის თავისუფლების მთავარი შემზღუდველი ფიგურაა, ხოლო დეზინფორმაცია - ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმძიმესი გამოწვევა. კიშინიოვში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება იყენებს რუსულ მოდელზე აგებულ საინფორმაციო სტრატეგიებს - საზოგადოებაში უნდობლობის გაღვივებას, კრიტიკული აზრის ჩახშობასა და მედიის კონტროლს.

მათი თქმით, ივანიშვილი და  „ქართული ოცნება“ პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული ინტერესებით მოქმედებენ, რაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასა და პროპაგანდის გაძლიერებას იწვევს.

რუსეთის მთავრობა ათობით წელია ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში. საქართველოზე ჩემს წიგნშიც აღვწერე, თუ რამდენად ცუდი გავლენა მოახდინა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთისთვის და ივანიშვილის მთავრობისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, რომ ჰყავდეს დასუსტებული საზოგადოება და ჩაახშოს განსხვავებულ აზრი, რომ ხალხს უნდობლობა ჰქონდეს ინსტიტუტების, მედიის მიმართ. იმისთვის, რომ ვერავინ გამოამჟღავნოს სიმართლე. ზოგადად, ავტოკრატიული რეჟიმები ან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც ავტოკრატი ლიდერები ჰყავთ, მაგალითად საქართველო, სწრაფად ავრცელებენ დეზინფორმაციას რადგან ეს არის ეფექტური პოლიტიკური იარაღი. ვიცით რომ ივანიშვნილი საკმაოდ დაახლოებულია პუტინთან, ასევე ახლოსაა ქართული ოცნების მთავრობა "ედინაია რასიასთან". მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.  გვაქვს სხვა არაერთი ქვეყნის მაგალითებიც, სადაც საზოგადოებაში არსებულ შიშებს და იმედგაცრუებას ავტოკრატები იარაღად იყენებენ დეზინფორმაციის გასავრცელებლად, - ამბობს ნინა ჯანკოვიჩი.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს წარმომადგენელი, ჯინ კავალიე ამბობს, რომ ივანიშვილი ეკონომიკურ და პოლიტიკურ გავლენას იყენებს მედიის გასაჩუმებლად, რაც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლას იწვევს. 

ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყველანაირ საშუალებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ ძალაუფლებას, რომ გააჩუმოს ჟურნალისტები და თავისუფალი მედია საქართველოში. ამიტომ შევიყვანეთ ის მტაცებელთა სიაში. სამწუხაროდ, საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის და ეს ხელისუფლების დამსახურებაა. რაც შეეხება, ოცნების ლიდერების მ კრიტიკას, ერთნაირ კრიტიკას ვიმსახურებთ ავტოკრატიული რეჟიმების მხრიდან, რომლებსაც არ მოსწონთ, თუ მათ ფაქტების წინაშე აყენებენ. რუსეთის მანიპულაციურ ტაქტიკას იყენებს ქართული ოცნება და მისი მთავრობა. ვხედავთ მარტივად, როგორ ემსახურებიან ჟურნალისტებად გადაცმული ხალხი პოლიტიკურ იდეოლოგიას. ახლა საქართველოში სწორედ ეს ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს პროპაგანდასთან, რუსეთის ჩარევასთან დაპირისპირება. ამისთვის საჭიროა და მნიშვნელოვანი დამოუკიდებელი მედია და მისი მხარდაჭერა. მე ვიყავი ბათუმში ივლისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, რომელიც უკანონოდაა დაკავებული და რა თქმა უნდა ჩვენთვის სამწუხაროა ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო. ეს არის მიკერძოებული და არაპროპორციული გადაწყვეტილება, - ამბობს ჯინ კავალიე. 

მსგავსი სიახლეები