შეტევა ბრიუსელის წინააღმდეგ - "ოცნება" საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ევროპას აკისრებს

07.11.25 20:16
შეტევა ბრიუსელის წინააღმდეგ - "ოცნება" საკუთარ შეცდომებზე პასუხისმგებლობას ევროპას აკისრებს

ევროკავშირის უმძიმეს დასკვნაზე „ქართული ოცნების“ პასუხი ბრიუსელის წინააღმდეგ მიმართული ახალი შეტევა გახდა. ივანიშვილის პარტია ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში პარტნიორებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევროკავშირმა „ტყუილებზე დაყრდნობით“ მიიღო გადაწყვეტილება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობის გადატანას საკუთარ შეცდომებზე და ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციისთვის ბრალი ევროპას დააკისროს.

მძაფრი რეაქცია მოჰყვა მმართველი გუნდის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებებსაც. ერთპარტიული პარლამენტის მიერ დანიშნული პრეზიდენტი ჟურნალისტებს აღიარებას სთხოვდა და ბრიუსელის კრიტიკაზე მტრულად რეაგირებდა. არადა, სწორედ ყაველაშვილი იყო ერთ-ერთი ავტორი იმ კანონპროექტისა, რომლის გამოც დასავლეთმა დროებით შეწყვიტა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან.

ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური წონასწორობა და ცდილობს ევროპული კრიტიკის გამო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, მაშინ, როცა კრიზისის ძირითადი მიზეზი თავად „ოცნების“ პოლიტიკაა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები