ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, ოცნების პროკურატურამ ბრალი წაუყენოს
სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, "ოცნების" პროკურატურამ ბრალი მასაც წაუყენოს.
- ცნობისთვის, 8 ოპოზიციონერი ლიდერის სისხლის სამართლის საქმეში სალომე ზურაბიშვილის და გიორგი გახარიას წინააღმდეგაც მიცემული ჩვენებებიც დევს.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ შეიძლება ივანიშვილი იმაზეც წავიდეს, რომ ისიც დააპატიმროს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პასუხობს, რომ ისეთ სიტუაციაში, სადაც უდანაშაულო ადამიანები ციხეში ზიან არაფერია გამორიცხული.
დღეს მიდის ჩახრჩობა პოლიტიკური პროცესის. არაფერი გამორიცხული არ არის, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები, პოლიტიკოსები ყველა [ციხეშია], რომ ესეც მოინდომონ [ჩემი დაკავება], არაფერი გამორიცხული არ არის და ვერაფერზე ვერ იტყვი, რომ გამორიცხულია, ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რომ არაფერი ამათ ხელში გამორიცხული არ არის, მაგრამ ამას ნელ-ნელა ხვდება ძალიან დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც არ არის აქტიური პროტესტის მონაწილე საზოგადოება..." - ამბობს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 8 ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
საქმის მასალებში, ზურაბიშვილთან მიმართებით ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ სწორედ მან შეიწყალა ნიკა მელია, ნიკა რურუა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დასავლეთის მოთხოვნით და ამ შეწყალებებს ის საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად და დასავლეთის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს.