ვის აბრალებს კობახიძე "საქართველოში არეულობებს"
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან, CCTV-სთან ევროინტეგრაციის საკითხით შანტაჟზე ლაპარაკობს.
ივანიშვილის გუნდის ლიდერი ამტკიცებს, რომ "ზოგიერთმა ძალამ" კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენა. "ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხითაც დაიწყეს.
მეტიც კობახიძემ CCTV-სთან საუბარიში სწორედ "ზოგიერთ ძალას" დააბრალა ის ვითრება, რაც საქართველოში თითქმის უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.
"საბოლოოდ ამან შექმნა არეულობები საქართველოში" - ირწმუნებოდა გადაცემა Leaders Talk-ში კობახიძე.
ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს. კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა", - განაცხადა კობახიძემ.