"ივანიშვილი საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ხელმძღვანელობს" - როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა
რა მეთოდებით ცდილობს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცის მოწყვეტას დასავლური სამყაროსგან? - მოლდოვის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა ჰიბრიდული ომის მეთოდებზე მსჯელობენ.
"გამოავლინე სიმართლე" - ასე ჰქვია კონფერენციას, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ექსპერტები არიან შეკრებილები და განიხილავენ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა.
ქალაქ კიშინოვნში მყოფი მკვლევარები ამბობენ, რომ პუტინისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დეზინფორმაციიის და შეთქმულების თეორიებიის გავრცელებაა. პროპაგანდა იგივე წესებით მუშაობს საქართველოშიც, ოღონდ ექსპერტების თქმით, ჩვენს ქვეყანაში განსხვავება თვალსაჩინოა - ადამიანები რომლებიც წლებია, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობენ ამბობენ, რომ დეზინფორმაციიის და შეთქმულების მთავარი შემოქმედი თავად "ქართული ოცნებაა".
რეჯის ჯენტე "პირველებს" ეუბნება, რომ "ივანიშვილი საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას ხელმძღვანელობს".
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო დასავლეთს დაშორებოდა და სწორედ ეს იყო კრემლის მიზანიც.
ივანიშვილი არის ის ძლიერი მოთამაშე, ვინც ხელმძღვანელობს საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნებას. კრემლი მხოლოდ ლოკალურ დეზინფორმაციას არ ეყრდნობა, ის შესაძლოა იყენებს ადგილობრივებს, მაგრამ პროცესში ჩართულია თავადაც. განსხვავება მხოლოდ სტილში შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს საბოლოოდ კრემლის მეთოდებია. ლექსიკონიც კი მსგავსია.
მთავარი მიზანი საქართველოს დასავლეთისგან დაშორება იყო და ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. გავიხსენოთ, 5 წლის წინ საქართველო იყო მოდელი და მაგალითი დემოკრატიის, დიდი ძალისხმევის რომელსაც ის ევროკავშირის ოჯახში გასაწევრიანებლად დებდა. მოლდოვა კი ძალიან შორს იყო. ახლა მოლდოვა გახდა ქვეყანა , რომელიც ყველაზე მეტს აკეთებს ევროპული გზისთვის, საქართველო კი - პირიქით. კანონები, მათ შორის აგენტების კანონი, ყველაფერი რაც გაკეთდა მხოლოდ ევროკავშირთან საბოლლოოდ დაშორებისთვის და ერთადერთი ვინც ამით კმაყოფილია, რუსეთი და მისი მოთამაშეა", - აცხადებს რეჯის ჯენტე.
დეზინფორმაციის იარაღად გამოყენება რუსეთმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაიწყო. ჩემი ქვეყნის გამოცდილება ასეთია - უკრაინაზე ამბობენ რომ არ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, ლეგიტიმური სახელმწიფო, არ გვაქვს ისტორია, ენა ან კულტურა. ასეთ ნარატივს ავრცელებენ სხვა ქვეყნებშიც.
მაგალითად, რუსული სტილია პროპაგანდა ომზე, ამას ადამიანების შიშების გამო ავრცელებენ. ამტკიცებენ რომ რუსეთი კი არ არის აგრესორი, არამედ, უკრაინა ან დასავლეთი, ავრცელებენ კონსპირაციულ თეორიებს. ეს არის რუსეთის დეზინფორმაციის მეთოდები, მაგრამ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ფაქტებს. ფაქტები კი ასეთია - რუსეთი არის ის ვინც დაიწყო ომი უკრაინაში, ის ვინც დაიწყო ომი საქართველოში 2008 წელს", - ამბობს მკვლევარი ოლენა ჩურანოვა.