ივანიშვილს ოპოზიციური ლიდერების და პროტესტის ერთობის შეეშინდა - გიორგი რუხაძე პოლიტიკოსების ახალ ბრალზე
ექპერტი გიორგი რუხაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციური ლიდერების და პროტესტის ერთობის შეეშინდა და სწორედ ამიტომ აღძრა ახალი სისხლის სამართლის საქმე 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ.
რუხაძის თქმით, ერთობა საფრთხეს წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმისთვის და სწორედ ამიტომ უპირებს ოპოზიციონერებს წლობით ციხეში გაშვებას.
ეს არის შიში, რომ მალე უწევდათ უკვე ამ ლიდერებს გამოსვლა თავსიუფლებაზე. მათ მოიპოვეს ხალხის ნდობა. იმ თავგანწირვით, რაც გაწიეს. ივანიშვილმა ვერ დაამარცხა პროტესტი. ოპოზიციური ლიდერების და პროტესტის ერთობით შეიძლებოდა უფრო მეტი საფრთხე შექმნოდა ივანიშვილის რეჟიმს - სწორედ ეს მგონია პირველადი მიზეზი, რატომაც ის ცდილობს, რომ მრავალი წლით ციხეში გაუშვას ოპოზიციონერი ლიდერები", - ამბობს რუხაძე.
პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ვის რას ედავება პროკურატურა:
- მიხეილ სააკაშვილი - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით - საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდება.
- ზურაბ ჯაფარიძე ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- გიორგი ვაშაძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით - საბოტაჟი და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ელენე ხოშტარია - ბრალდება წარედგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
- ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ბრალდება წარედგინებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟი.