რატომ დასაჯეს მამა დოროთე და მამა ილია - ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი

08.11.25 15:19
რატომ დასაჯეს მამა დოროთე და მამა ილია - ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი

 

 

საპატრიარქოს სასჯელი აქრიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს და არქიმანდრიტ ილია თოლორაიას - საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე მედიასთან კომენტარს აკეთებს და ამტკიცებს, რომ სასულიერო პირები შეურაცხმყოფებელი შეფასებების გამო დაისაჯნენ. 

პირველივე შეხვედრიდან დაწყებული ბოლომდე, არცერთი შეკითხვა ამ სასულიერო პირებთან არ ყოფილა - რატომ აკეთებ პოლიტიკურ შეფასებებს, იყო მხოლოდ ის, რატომ აკეთებ შეურაცხმყოფებელ შეფასებებს და რატომ აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს. მუდმივად გვთოვდა ჩვენს არ გაგვეკეთებინა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური შეფასებები, რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და არ გავმხდარიყავით მხარე. მსგავსი განცხადებები, რომელიც პოლარიზებას იწვევს საზოგადოებაში, არ უნდა ხდებოდეს სასულიერო პირებისაგან" - განაცხადა ჯაღმაიძემ. 

"ტვ პირველის" ჯურნალისტმა დღეს დეკანოზს ჰკითხა, რომელი სახელმწიფოს პრინციპია, როდესაც მოქალაქეებზე ძალადობენ იგივე სამართალდამცველები, რომლებიც არც კი დასჯილან და ამ დროს ეკლესია დუმს? რაზეც ანდრია ჯაღმაიძე ირწმუნებოდა, რომ "ეკლესია არ დუმს".

არაფერი არ დუმს ეკლესია. სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანღავდნენ 2017-2019 წლებში, ყველაზე მეტად მაშინ სჭირდებოდა პატრიარქის და საპატრიარქოს პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს პატრიარქის გამოსვლა და მისი მხარდამჭერი განცხადება. ახლა, როცა პატრიარქს აღარ სჭირდება დაცვა, ახლა გაახსენდა. ახლა გაახსენდა მომიტინგეები. სად იყო მაშინ, იქ რომ ვიდექით ქაშუეთთან, რომ ვეხმარებოდით ამ ხალხს", - ამბობს ჯაღმაიძე. 

დღეს "პირველებმა" სხვა საულიერო პირებსაც დაუსვეს კითხვა მამა დოროთეს და მამა ილიას შესახებ, თუმცა მაღალი იერარქები დუმდნენ და დასმულ კითხვებს არ პასუხოდბნენ. 

საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა

არქიმანდრიტი ილია თოლორაია კი საპატრიარქოში 5 ნოემბერს დაიბარეს. შეხვედრის შემდეგ საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაცდაწერა: "არქიმანდრიტ ილია თოლორაიას აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".

მსგავსი სიახლეები