პაპუაშვილი: ახლაც სხედან ციხეში ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, ვირტუალური ომი დაგვიდგეს ქუჩაში
შალვა პაპუაშვილმა დღეს სინდისის პატიმარს, ზვიად ცეცხლაძეს ტერორისტი კიდევ ერთხელ უწოდა და ამტკიცებდა, რომ "მსგავსი ტერორისტები ახლაც სხედა ციხეში".
"ოცნებსი პარლამენტის თავმჯდომარე ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ ადამიანებმა, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ირბძოდნენ და დღეს ციხეში სხედან, " 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში ვირტუალური ომი დაგეს".
პაპუაშვილს დღეს არ დავიწყებია არც ევროკავშირის ელჩიც. მან პაველ ჰერჩნსკი კიდევ ერთხელ გამოაცხადა "ძალადობის წამხალისებლად".
„თავისთავად, ვხედავდით პირდაპირ ეთერში, ყველა მოქალაქე ვაკვირდებოდით მათ ქმედებებს, გახსოვთ, რომ მაშინ ჩატარდა ჩხრეკები პარტიის თუ სხვადასხვა ორგანიზაციების ოფისებში, საიდანაც ამოღებული იქნა მოლოტოვების კოქტეილები და ა.შ. ახლაც სხედან ციხეში და სასჯელს იხდიან ცეცხლაძე და მსგავსი ტერორისტები, რომლებიც პირდაპირ გეგმავდნენ და ინსტრუქციებს გასცემდნენ როგორ უნდა მოაწყონ ბარიკადები, თავდასხმა როგორ განახორციელონ, როგორ უნდა კოორდინირდნენ - ჯგუფები ჩამოაყალიბეს. ჩვენ ამას ვხედავდით პარლამენტის შენობაზე როგორ მიდიოდა შტურმი, როგორ სცადეს პარლამენტის გადაწვა, 90-იანი წლებიდან პირველად, ქუჩაში დაგვიდგეს ფაქტობრივად ვირტუალური ომი და 35 წლის თავზე სცადეს პარლამენტის ხელახლა გადაწვა. ამას ტაშს უკრავს დღესაც ზოგიერთი უცხოელი. ამ ძალადობრივი აქციის ფოტოებს ტირაჟირებს მათ შორის, ევროკავშირის საელჩო სხვადასხვა ღონისძიებაზე და ამ ძალადობას აცხადებენ მისაბაძად. ამიტომ არის, რომ დღემდე, ევროკავშირის ელჩს ვერავინ დააცდევინა დაგმობა ამ ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლეზე შტურმისა. ამიტომ ვერ დავაცდევინებთ ვერც ერთხელ ჩვენს შეხვედრებზე, მათ შორის, სხვადასხვა უცხოელთან, რადგან იციან, რომ რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული ძალადობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.