სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება - პეტერ ფიშერი

08.11.25 16:20
სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება - პეტერ ფიშერი

"სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი წერს.

დიპლომატი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც მადლიერებით და სოლიდარობით მიიღო.

„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები