რუსული ჰიბრიდული ომი - "საქართველო დიქტატურის გაფორმების ბოლო ეტაპზეა"

08.11.25 17:34
რუსული ჰიბრიდული ომი - "საქართველო დიქტატურის გაფორმების ბოლო ეტაპზეა"

"საქართველო დიქტატურის გაფორმების ბოლო ეტაპზეა" - ასე პასუხობენ კიშინოვში შეკრებილი სპეციალისტები "ქართული ოცნების" პოლიტიკაზე დასმულ კითხვებს. მკვლევარები რუსულ ჰიბრიდულ ომზე საუბრის დროს, ამბობენ რომ ივანიშვილის პარტიამ ყველაფერი გააკეთა, ქვეყნის დასავლეთისგან ჩამოსაშორებლად - ამის ნაწილი იყო საინფორმაციო ომიც რუსული წესებით. 

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი ეთო ბუზიაშვილი ამბობს, რომ არცერთი სპეცილისტი არ აყენებს რუსეთს და "ქართულ ოცნებას" ცალ-ცალკე. 

საინფორმაციო ინფრასქტრუქტურა ფბ-ზე რუსეთს და ქართულს ოცნებას თითქმის ერთი და იგივე აქვთ - ამბობს ბუზიაშვილი. 

დიქტატურის გაფორმების ბოლო ეტაპზე ვართ, სადაც ეს მრავალწიანი ბრძოლა დამოუკიდებელი მედიის და ორგანიზაციებსი წინააღმდეგ ფაქტობრივად კულმინაციაში არის შესული და საინფორმაციო სივრციდან დიდი ხანია გადავიდა ფიზიკურ სივრცეში. ფიზიკურად ხდება ამ ფიზიკური სივრცის ლიკვიდაცია. არავინ აპირებს ავტორიტარიზმის გაფორმების ასე შორიდან ყურებას. როგორც ქართული საზოგადოება, ასევე დასავლეთი არის მობილიზებული იმისკენ, რომ პირველ რიგში, ეს დარჩენილი თავსიუფალი სივრცეები არ განადგურდეს და მეორე რიგშ, რაღაც გეგმა შემუშავდეს, რომელიც დაეხმარება საქართველოს, დაუპირისპირდეს ამ რუსული სტილის სახელმწფიო დატყვევებას. "ქართული ოცნების" და რუსეთის მიერ წარმოებულ საინფორმაციო კამპანიებს ცალკე არ განვიხილავთ, ეს არის ერთი საინფორმაციო ინფრასქტრუქტურის ნაწილი.  საინფორმაციო ინფრასქტრუქტურა ფბ-ზე რუსეთს და ქართულს ოცნებას თითქმის ერთი და იგივე აქვთ. ნარატივები, რომელსაც ავრცელებენ არის ერთი. ეს ხელწერა არის გადმოღებული საქართველოში და "ოცნება" ურბალდოა რის ამის შემსრულებელი", - ამბობს ეთო ბუზიაშვილი.

საქართველოში რომ როპაგანდა რუსული წესებით მუშაობს, ამას "პრიველებს" ეუბნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტიც, რომელიც კიშინიოვში კონფერენციას ესწრება. 

დეზინფორმაციის გამოყენება მაგალითად აზერბაიჯანში ფართოდ გავრცელებულია. აღარ არსებობენ დამოუკიდებელი აქტორები, რომლებსაც შეუძლიათ იმაზე საუბარი, თუ რა ხდება ქვეყანაში. ისინი ან დაკავებულები არიან ან გაძევებულები. ალტერნატივად მხოლოდ სამთავრობო საინფორმაციო წყაროები რჩება. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი კანდიდატების წინააღმდეგ მიდიოდა მასობრივი შავი კამპანია არჩევნების დროს, ისინი სამიზნეში ჰყავდათ ამოღებული. მთავრობამ დამოუკიდებელი ჟურნალისტები კრიმინალებად გამოაცხადა. საქართველოშიც ვიცი, რომ პროპაგანდა რუსული წესებით მუშაობს.  მე ჩემს ქვეყანაში დაბრუნება, ცხოვრება და მუშაობა არ შემიძლია, რადგან მე ჟურნალისტი ვარ და  ბევრი წელი ვსაუბრობდი პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ამიტომაც ძალაუფლებაში მყოფებისთვის მისაღები აღარ ვარ", - ამბობს აზერბაიჯანელ ჟურნალისტი. 

მოლდოვის დედაქალაქში შეკრებილი სპეციალისტები ამბობენ, რომ კრემლი პროპაგანდისტის ტროლების ქარხნებს, დეზინფორმაციას და გაშავების კამპანიას იყენებს.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ფარულად აფინანსებდა დეზინფორმაციის გავრცელებას და ტროლების ფაბრიკებს   და ეს ქსელი საკმაოდ  გაიზარდა.  მსგავსი საიდუმლო ოპერაციების დღესაც გრძელედება,  ისინი   გაფართოვდა და უფრო თანამედროვე გახდა, ამის მაგალიითა ქსელი ,,პრავდა''  რომელიც დაკავშირებულია  რუსეთის მთავრობასთან.  

რაც შეეხება საქართველოს, მე არ მიმუშავია საქართველოში მოქმედ ტროლების ფაბრიკის საკითხზე, თუმცა ვიცით რომ იყო კოორდინირებული, არაავთენტური ქმედებები სოციალურ ქსელებში,  მაგალითად არსებობდა ე.წ. ქართული მარში, რომელიც იყენებდა ყალბ ფოტოებს,  სხვა არაავთენტური გვერდები, რომლებიც რეალურად დეზინფორმაციული ჯგუფები იყო", - ამბობს ექსპერტი. 

რა მეთოდებით ცდილობს რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცის მოწყვეტას დასავლური სამყაროსგან? - მოლდოვის დედაქალაქში უკვე მეორე დღეა ჰიბრიდული ომის მეთოდებზე მსჯელობენ.

"გამოავლინე სიმართლე" - ასე ჰქვია კონფერენციას, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ექსპერტები არიან შეკრებილები და განიხილავენ, როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა. 

ქალაქ კიშინოვნში მყოფი მკვლევარები ამბობენ, რომ პუტინისთვის ერთ-ერთი მთავარი იარაღი დეზინფორმაციიის  და შეთქმულების თეორიებიის გავრცელებაა. პროპაგანდა იგივე წესებით მუშაობს საქართველოშიც, ოღონდ ექსპერტების თქმით, ჩვენს ქვეყანაში განსხვავება თვალსაჩინოა - ადამიანები რომლებიც წლებია, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობენ ამბობენ, რომ დეზინფორმაციიის და შეთქმულების მთავარი შემოქმედი თავად "ქართული ოცნებაა".

 

მსგავსი სიახლეები