არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული "ოცნების" წევრი ციხიდან გამოუშვეს

08.11.25 21:49
არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული "ოცნების" წევრი ციხიდან გამოუშვეს

არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული "ქართული ოცნების" წევრი როშან ისკანდეროვი ციხიდან გამოუშვეს. 

"შაბათის ეთერის"ინფორმაციით, კაცმა, რომელმაც ერთი წლის წინ, სადახლოს საარჩევნო ყუთში ბღუჯა ბიულეტინი ჩაყარა, გათავისუფლება 500-კაციანი სუფრით აღნიშნა. 

მისი გათავისუფლების წვეულებაზე საპატიო სტუმართა შორის იყო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი. სუფრაზე იმყოფებოდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი. 

როვშან ისკანდაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ 69-საარჩევნო უბანზე არჩევნები დამკვირვებლების თვალწინ გააყალბა.  რადგან ურნაში ბიულეტინების ჩაყრის კადრი უტყუარი მტკიცებულება იყო, რავშან ისკანდიროვი დააკავეს. 

ეს ყველაფერი არ არის, 36 წლის ირაკლი ჭუმბურიძე ამბობს, რომ საარჩევნო უბანზე დარღვევის ფაქტის გადაღების შემდეგ მას როშან ისკანდეროვის გარემოცვამ დაზიანებები მიაყენა, თუმცა პოლიციამ ამ ფაქტზე თვალი დახუჭა.

თამთა დოლენჯაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები