ექსკლუზივი: ხალხის მოპარულ ფულს კაზინოებში ეძებენ?! [საქმის მასალები]
მოპოვებულია სუს-ის ფაილები, რომლიც ჯარის ძარცვის საქმეში დევს. დგინდება, რომ ქვეყნის უმსხვილესი აზარტული თამაშების კომპანიაში, ბიუჯეტიდან მოპარულ ფულს ეძებენ. უფრო კონკრეტულად, TV პირველის გამომძიებელი ჟურნალისტების ოფისის მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, გამომძიებლები აზარტული თამაშების კომპანია "ბეთლაივში" იყვნენ შესულები და თავდაცვის ექს-მინისტრის სიძის, ვასილ მხეიძის მოგებული და წაგებული თანხების შესახებ სრულ ანგარიშებზე წვდომა მოითხოვეს.
გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს კიდევ ერთ დოკუმენტი, საიდანაც დგინდება, რომ აზარტული თამაშების კომპანია "ბეთლაივმა" სუს-ს მიაწოდა მონაცემები, თავდაცვის ექს მინისტრის ცოლის ძმის არა მხოლოდ ონლაინ კაზინოს ანგარიშებზე არსებული თანხების, არამედ თამაშების მთელი ისტორიის შესახებ. სუს-ი ეძებს იმ აიპი მისამართებსაც საიდანაც, ჩინოვნიკი ონლაინ კაზინოში თამაშობდა.
ვასილ მხეიძე, აზარტული თამაშების პორატალზე, ფსევდონიმით იყო რეგისტრირებული. დოკუმენტებში მისი სახელია "ბრუცუკა". ახლა საქართველის შეიარაღებული ძალების ძარცვის საქმეზე დაკავებული მინისტრის ცოლის ძმა გამოძიებას უმტკიცებს, რომ ონლაინკაზინოში მილიონ ნახევარი მოიგო.