არკვევენ, როგორ აპირებს სააკაშვილი ფოტო გადაიღოს ივანიშვილის ზვიგენთან - დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერი
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის ვიდეო-ჩანაწერი, სადაც გამომძიებელი "ვივა-მედში" მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის ზვიგენებზე უსვამს კითხვებს.
ახლა პროკურატურა არკვევს, როგორ აპირებს სააკაშვილი ფოტო გადაიღოს ზვიგენთან, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიზნესცენტრში ჰყავს.
- 2014 წელს, ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინყტერვიუს დროს თქვა, რო სოლოლაკის ბიზნესცენტრში ჰყავს პატარა ჯიშის, 1,5-მეტრიანი ზვიგენები.
მიმდინარე კვირას პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ. [სააკაშვილის გარდა, პროკურატურამ „საბოტაჟში, მტრულ საქმიანობაში დახმარებასა და ხელისუფლების დამხობის მოწოდებაში“ დაადანაშაულა კიდევ შვიდი პოლიტიკოსი. მათგან ხუთი ახლაც პატიმრობაშია].
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების (317-ე - 3 წლამდე პატიმრობა) მუხლით აღძრეს.