გერმანიის საგარეო: გერმანიის ელჩის გაწვევა ძალიან ნათელი დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს მთავრობისთვის
ერმანიის ელჩის ბერლინში კონსულტაციებისთვის გამოძახება ძალიან მკაფიო დიპლომატიური სიგნალი იყო საქართველოს ხელმძღვანელობისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
"საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "პეტერ ფიშერი გააგრძელებს ერთგულ საქმიანობას საქართველოში დაბრუნების შემდეგ". მისივე ინფორმაციით, თბილისთან მოლაპარაკებებიც გაიმართა - „ახლა საქართველოს ხელმძღვანელობას მისი ქმედებებით ვაფასებთ. შემდგომ დასკვნებს აქედან გამომდინარე გამოვიტანთ“ - პრესსპიკერმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. დიპლომატი საქართველოში 2 დღის წინ დაბრუნდა.