საქართველოში დაბრუნებული გერმანიის ელჩის პირველი კომენტარი
საქართველოში დაბრუნებული გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი პირველ განცხადებას ავრცელებს - დიპლომატმა X-ზე მადლობა გადაუხადა საქართველოს მოქალაქეებს, გულთბილი დახვედრისთვის.
„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული ბევრ კარგ ადამიანს საქართველოში და მეგობრებს, რომლებმაც მიმიღეს დაფასებითა და სოლიდარობით“, - წერს ელჩი ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე და თბილისში, გერმანიის საელჩოსთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფიშერი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას გერმანიის სრული მხარდაჭერით გააგრძელებს.
მანამდე, 19 ოქტომბერს ოცნების თავდასხმების გამო გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.