ოპოზიციონერების წინააღმდეგ გავრცელებული კადრები 2022 წლის საჯარო შეხვედრებს ასახავს - "გირჩი -მეტი თავისუფლების" წევრი

09.11.25 11:31
ოპოზიციონერების წინააღმდეგ გავრცელებული კადრები 2022 წლის საჯარო შეხვედრებს ასახავს - "გირჩი -მეტი თავისუფლების" წევრი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრის განცხადებით, ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ გავრცელებული ვიდეოჩანაწერები და მასალები წარმოაჩენს საჯარო შეხვედრებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2022 წელს ტარდებოდა და მედიისთვისაც ღიად შუქდებოდა. მისი თქმით, მაშინ არანაირი ფარული მიზანი არ არსებობდა, შეხვედრებზე უბრალო პოლიტიკური კამპანიის – „როგორც კი – ეგრევე!“ – ფარგლებში მოქალაქეებთან საუბრობდნენ.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ამ პერიოდში შეხვედრებს ფარულად ესწრებოდნენ და პროცესს იღებდნენ, თუმცა ოპოზიციონერებმა ისინი მალევე დააიდენტიფიცირეს. 

ცოტა სასაცილო აღმოჩნდა ჩვენთვის ამ კადრების და ამ ჩანაწერების გავრცელება იმიტომ, რომ 2022 წელს ხდებდოა ეს ყველაფერი და მაშინ ეს ყველაფერი იყო საჯარო, საჯარო სივრცეშიც ვხვდებოდით და შუქდებოდა კიდეც ეს ამბები, მათ შორის ელენე ხოშტარიაც აქტიიურად იყო ჩართული ამ ყველაფერში. ზურამ გააკეთა ეგეთი კამპანია "როგორც კი - ეგრევე!". ანუ როცა ხალხის მობილიზება მოხდება რეალური ცვლილებებისთვის, მაშნ შეიცვლება ეს ხელისუფლება, ეს იყო მთავარი სათქმელი მაშინ და უბრალოდ, ვსაუბრობდით იმაზე, როგორ უნდა მივსულიყავით გარდამტეხ ცვლილებებამდე. არაფერი დამალული იმ პერიოდში არ ყოფილა. გავრცელებული კადრებიც მაშინდელია, მაშინ შევამჩნიეთ, რომ სუსის წარმომადგენლები აქტიურად აკვირდებოდნენ პროცესს და ისე იდგნენ, თითქოს ჩვეულებრივი მოქალაქე იყო იქ მოსასმენად მოსული და ჩვენ მათ ვუღებდით მერე ვიდეოებს და ამით ვხალისობდით, იმიტომ, რომ არაფერი დამალული არ ყოფილა, - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი. 

„შაბათის ეთერმა“ მოიპოვა მასალები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ 36 ტომიან საქმეში ჩადო.

საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო მას შემდეგ, რაც პროკურატურას პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერებმა – გელა ნიკოლაიშვილმა, ვატო შაქარიშვილმა და ნანა კაკაბაძემ – მიმართეს.

მტკიცებულებებს შორისაა ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, სადაც სუს-ის თანამშრომლები ოპოზიციურ ლიდერებს საჯარო ღონისძიებებსა და შეხვედრებზე ფარულად იწერენ. ვიდეოებში ჩანს ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია, რომლებიც ამომრჩევლებს ხვდებიან და ევროკავშირში ვიზიტის დეტალებზე საუბრობენ.

ჩანაწერებში ხოშტარია აღნიშნავს, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უწყობს ხელს ხელისუფლება რუს სანქცირებულ მოქალაქეებს ბიზნესში.

სხვა ვიდეოში ხოშტარია და ჯაფარიძე კვლავ ღია შეხვედრაზე ჩანან, სადაც „დროას“ ლიდერი ამბობს, რომ ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს „ქართული ოცნების“ კანონებს დაემორჩილოს.

 

მსგავსი სიახლეები