"ოცნების" გამოძიება ოპოზიციონერებს ჟესტების გამო ასამართლებს - რა დევს საქმეში

09.11.25 20:13
"ოცნების" გამოძიება ოპოზიციონერებს ჟესტების გამო ასამართლებს - რა დევს საქმეში

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა რვა ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, მათ შორის, საუბარია ელენე ხოშტარიაზე, ზურა ჯაფარიძისა და ნიკა მელიაზე. გამოძიების ვერსიით, ისინი „ჟესტებით“ და სხეულის ენით პოლიციაზე თავდასხმას ამზადებდნენ რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების დროს.

საქმის მასალებში, რომლებიც „შაბათის ეთერმა“ მოიპოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წერენ, რომ „სხეულის მოძრაობებით ამოიცნეს“ აქციის მონაწილეთა განზრახვა ძალადობრივი ქმედებებისკენ.

ოპოზიცია და იურისტები საქმეს მორიგ პოლიტიკურ სპექტაკლად აფასებენ და აცხადებენ, რომ ის ცრუ მოწმე პოლიციელების ჩვენებებითა და მანიპულაციებითაა შეკერილი.

განსაკუთრებულად გამოკვეთილია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აღნიშნულ ეპიზოდს ერთი წლის განმავლობაში მალავდა და მხოლოდ ახლა გაასაჯაროვა - მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერები კვლავ აქტიურად ითხოვენ ოლიგარქ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე საერთაშორისო სანქციების დაწესებას.

საქმეში ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ „კომპრომატად“ წარმოდგენილია ინტერვიუები, ფეისბუქ-სტატუსები და მოქალაქეებთან გამართული საჯარო შეხვედრების ჩანაწერები.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები