საკადრო ცვლილებები ბათუმის საკრებულოში - ირაკლი თავდგირიძემ და დავით მიქელაძემ პოსტები დატოვეს
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლო თავდგირიძემ თანამდებობა დატოვა. თავდგირიძე, რომელმაც 4 წლის წინ გახარიას გუნდი დატოვა და "ოცნებას" შეუერთდა, წინა მოწვევის დროს საკრებულოს თავმჯდომარე იყო და ამ მოწვევაზე მოადგილედ 1 კვირის წინ დანიშნეს. როგორც თავმჯდომარემ განმარტა, პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
დღესვე, ასევე თანამდებობდა დატოვა დავით მიქელაძემ, რომელიც განათლების, კულტურის, ტურისმის და სპორტის კომისიის თავმჯდომარედ ასევე ერთი კვირის წინ დანიშნეს. როგორც ირკვევა, ორივე მათგანი რიგით წევრად რჩება.
თავდგირიძე დღეს სხდომას არ ესწრება, ხოლო მიქელაძემ აღნიშნა, რომ ის სხვაგან გადადის და ამის შესახებ ცნობილი მალე გახდება.