ჰქონდა თუ არა გამოძიებას ბიზნესმენ სტეფანიანთან კითხვები ღარიბაშვილთან დაკავშირებით - ადვოკატის კომენტარი

10.11.25 11:49
ჰქონდა თუ არა გამოძიებას ბიზნესმენ სტეფანიანთან კითხვები ღარიბაშვილთან დაკავშირებით - ადვოკატის კომენტარი

დაარღვევს თუ არა სასამართლოზე დუმილს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი? - საქალაქო სასამართლოში ვლადიმერ სტეფანიანის პროცესი იწყება. საბადრაგო სამსახურმა ის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანა. 

გამოძიება ამბობს, რომ სტეფანიანმა, ბაკურიანში ხუთი სასტუმრო, საბაგირო და სათხილამურო ტრასა ნებართვის გარეშე ააშენა. ადვოკატის განცხადებით, დაკავებული ბიზნესმენი ამ დრომდე პოზიციას არ აფიქსირებს. უფლებადამცველის თქმით, სტეფანიანი გამოკითხულია მხოლოდ მოწმის სახით მანამ, სანამ მისი დაკავება მოხდებოდა. 

დღეს "პირველებმა" ადვოკატს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ბიზნესმენ სტეფანიანთან კითხვები ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით, რაზეც უფლებადამცველმა არ გამორიცხა, რომ კითხვები მართლაც დაისვა ყოფილ პრმეირთან დაკავშირებითაც. 

  • სტეფანიანი,  გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენია, მას არაერთხელ აქვს დიდძალი თანხა შეწირული "ქართული ოცნებისთვის". 

ცნობილია, რომ დღევანდელ პროცესზე პროკურატურა სტეფანიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 

საქმის მასალებს გაეცნო და მეც გავეცანი, როგორც ეს ჯერ შესაძლებელი იყო. 

არაფერს არ უკავშირებს დაკავებას. ისევ არ აფიქსირებს პოზიციას. მოწმის სახით გამოიკითხა, თუმცა ბრალის წარდგენის შემდეგ არ დაუფიქსირებია პოზიცია. 

დაისვა მრავალი კითხვა, როცა მოწმის სახით გამოიკითხა, რასაც გასცა პასუხი ვალდიმერ სტეფანიანმა, თუმცა

საქმის განხილვის დეტალებში ვერ შევალ", - ამბობსა დვოკატი. 

 

"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი 7 ნოემბრის საღამოს ბაკურიანში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ვლადიმერ სტეფანიანს ედება ბრალი 1.9 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. ფინანსთა სამინისტრსო საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ბიზნესმენი ბაკურიანში უნებართვოდ აშენებდა ხუთ სასტუმროს, მოაწყო სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა, შესაბამისი ნებართვების გარეშე.

 

მსგავსი სიახლეები