ნიკა მელია სასამართლოში მიიყვანეს - ოპოზიციონერის გატაცების საქმეზე დღეს პირველი სხდომა იმართება
კოალიცია "ცვლილებისთვის" დაკავებული ლიდერი, ნიკა მელია ციხიდან სასამართლოში მიიყვანეს - ოპოზიციონერის გატაცების საქმეზე დღეს პირველი სხდომა იმართება. პროცესი საქალაქო სასამრთლოში წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს.
ადვოკატის თქმით, მელია აღნიშნულ საქმეზე 5 თვის განმავლობაში ელოდებოდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმს.
მელია და მისი ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნების გამოკითხვას ითხოვენ, რომლებიც ლისის ტბასთან ჩატარებულ სპეცოპერაციაში ფიგურირებდნენ.
- შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია 29 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს მაშინ, როცა ის ერთ-ერთი გადაცემის ჩაწერაზე მიდიოდა.
ნიკა მელიამ სასამართლოზე დეტალურად ისაუბრა მის მიმართ ჩატარებული სპეცოპერაციას შესახებ, თქვა, რომ კი არ დააკავეს, არამედ გაიტაცეს, ძალის გამოყენებით ჩატენეს ფურგონში, სადაც 11 ადამიანი იმყოფებოდა. მელიას თქმით, მას შსს-ს წარმომადგენლები ვიდეოებს უღებდნენ და "ხელმძღვანელობას" უგზავნიდნენ.