სტეფანიანის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ "შესასწავლია მშენებლობის ნებართვის კონტროლის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი"

10.11.25 12:52
სტეფანიანის საქმე - პროკურორი ამბობს, რომ "შესასწავლია მშენებლობის ნებართვის კონტროლის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი"

საქალაქო სასამართლოში "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის, დაკავებული ვლადიმერ სტეფანიანის პროცესი მიმდინარეობს - საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე იხილავს. 

სხდომას ესწრება თავად ბრალდებული ბიზნესმენიც. ცოტა ხნის წინ, სასამართლოს სიტყვით მიმართა პროკურორმა დავით კაპანაძემ, თქვა, რომ საქმეში დევს არაერთი მოწმის ჩვენება დევს, რომელიც ადასტურებს, რომ სტეფანიანი უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით თავად იღებდა გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, სახელმწიფო ბრალდება ამბობს, შესასწავლია შესაბამისი მშენებლობის ნებართვის კონტროლის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი,  ასევე ის, ხომ არ იყო ვინმე დაინტერესებული, რომ კრისტალ ჯგუფს დარღვევით განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები.

ასეევ დღევანდელ პროცესზე გაირკვა, რომ დაკავებული ბიზნესმენი ნასამართლევია - პროკურორის თქმით, 2017 წელს სტეფანიანს ჯარიმა შეეფარდა და დიდი ოდენობის ქონება ჩამორთმეულიც აქვს. (უკანონო მშენებლობის გამო იყო თუ არა იმ შემთხვევაშიც, პროკურორს არ დაუკონკრეტებია)

სტეფანიანმა 2020-ში გაცემული ნებართვა უხეშად დაარღვია, 1 სარდაფის და 3 მიწისზედა სართულის ნაცვლად 6 სართულიანი შენობა  ააშენა. 2024-25 წლებში ეს უკანონოდ აშენებული შენობა ეტაპობრივად გასხვის და, რითიც 2 მილიონამდე მოგება მიიღო. გამოკითხვისას ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ასეთივე სტილით კიდევ 4 კორპუსი აქვს აშენებული, რაც დამატებით მოკვლევას საჭიროებს. 
10 მოწმეზე მეტია დაკითხული მათ შორის მისი თანამშრომლები. ყველა ადასტურებს, რომ ის ერთპიროვნულად მართავდა საწარმოს და ყველა გადაწყვეტილებას მშენებლობებზე თვითონ იღებდა. გამოკითხულია ბუღალტერი, ჩატარებულია ჩხრეკები, რითიც დასტურდება, რომ 2019 წლიდან სასტუმროებს აშენებს, რაც არ შეესაბამება ნებართვებს. დაშვებულ სართულებზე დაახლოებით ორჯერ მეტს აშენებდა. ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშუალი. ვითხოვთ პატიმრობას, რადგან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ასევე შესასწავლია შესაბამისი მშენებლობის ნებართვის კონტროლის ორგანოების პასუხისმგებლობის საკითხი და ხომ არ იყო ვინმე დაინტერესებული იმაში, რომ კრისტალ ჯგუფს დარღვევით განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები", - განაცხადა პროკურორმა დავით კაპანაძემ.  

გამოძიება ამბობს, რომ სტეფანიანმა, ბაკურიანში ხუთი სასტუმრო, საბაგირო და სათხილამურო ტრასა ნებართვის გარეშე ააშენა. 

"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი 7 ნოემბრის საღამოს ბაკურიანში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ვლადიმერ სტეფანიანს ედება ბრალი 1.9 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. ფინანსთა სამინისტრსო საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ბიზნესმენი ბაკურიანში უნებართვოდ აშენებდა ხუთ სასტუმროს, მოაწყო სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა, შესაბამისი ნებართვების გარეშე. 

მსგავსი სიახლეები