"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი მოსამართლე ხუსკივაძემ ციხეში გაუშვა
"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთი ღონისძიებსი სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
მოსამართლემ მომეტებულ სააფრთხეებად დაასახელა მოწმეებზე ზემოქმედება და მტკიცებულების განადგურება, ასევე წარსულში ნასამართლეობა და ჯარიმები.
სტეფანიანს დუმილი არ დაურღვევია, წარდგენილ ბრლადებაზე პოზიციაც არ დაუსახელებია, ცნობს თუარა თავს დამნაშავედ.
პატიმრობას სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა. დაცვის მხარემ კი ნახევარი მილიონი ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა.
- გამოძიება ამბობს, რომ სტეფანიანმა, ბაკურიანში ხუთი სასტუმრო, საბაგირო და სათხილამურო ტრასა ნებართვის გარეშე ააშენა.
"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი 7 ნოემბრის საღამოს ბაკურიანში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ვლადიმერ სტეფანიანს ედება ბრალი 1.9 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. ფინანსთა სამინისტრსო საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ბიზნესმენი ბაკურიანში უნებართვოდ აშენებდა ხუთ სასტუმროს, მოაწყო სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა, შესაბამისი ნებართვების გარეშე.