შესწავლილ იქნება იმ პირების სამართლებრივი გადაცდომის საკითხები, ვინც დაინტერესებული იყო სტეფანიანს სასტუმრო უნებართვოდ აეშენებინა - პროკურორი

10.11.25 14:43
შესწავლილ იქნება იმ პირების სამართლებრივი გადაცდომის საკითხები, ვინც დაინტერესებული იყო სტეფანიანს სასტუმრო უნებართვოდ აეშენებინა - პროკურორი

შესწავლილ იქნება იმ პირების სამართლებრივი გადაცდომის საკითხები, ვინც დაინტერესებული იყო სტეფანიანს უნებართვოდ აეშენებინა სასტუმრო - ამის შესახებ "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენის საქმის პროკურორმა, დავით კაპანაძემ "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"პირველებმა" სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორს დააზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა პროცესზე, როდესაც თქვა, რომ "შესაძლოა იყო ვინმე დაინტერესებული იმაში რომ კრისტალ ჯგუფს დარღვევით განეხორციელებინა სამშენებლო სამუშაოები".

დავით კაპანაძემ კონკრეტული სახელები და გავრები არ დაასახელა და არ თქვა, ხო არ გულისხმობდა "ოცნების" ყოფილ მაღალჩნოსნებს "კონკრეტულ პირებში", თუმცა "პირველებს" დაუდასტურა, რომ ამ საკითხზე გამოძიება მუშაობს. 

„კრისტალ ჯგუფის" მფლობელი, ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, რომლის მიზანიც მეტი შემოსავლის მიღება იყო. მხოლოდ 1 კორპუსიდან შემოსავალი 1 890 000 ლარს აღემატება. ჯამში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი, შესაბამისად საბოლოოდ დადასტურდება, რომ უკანონო შემოსავალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ სახელებს და გვარებს რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, მაგრამ დაგიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ გამოძიების პროცესი მოიცავს სწორედ იმას, რომ არ დარჩეს კონკრეტული კითხვა, რომელსაც გამოძიების მხრიდან არ გაეემა პასუხი. ამ ფაქტების რევიზირება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი პირი, ვინც წარსულში დაინტერესებული იყო, რომ ვლადიმერ სტეფანიანს შესაბამისი სანებართვო პირობების  დარღვევით აეშენებინა სასტუმროს ტიპის კომპლექსები, მათი მხრიდან სამართლებრივი გადაცდომის საკითხები იქნას შესწავლილი", - ამბობს დავით კაპანაძე. 

"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენს, ვლადიმერ სტეფანიანს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.  მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.

  • გამოძიება ამბობს, რომ სტეფანიანმა, ბაკურიანში ხუთი სასტუმრო, საბაგირო და სათხილამურო ტრასა ნებართვის გარეშე ააშენა. 

"ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი 7 ნოემბრის საღამოს ბაკურიანში დააკავეს.  გამოძიების ინფორმაციით, ვლადიმერ სტეფანიანს ედება ბრალი 1.9 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში. ფინანსთა სამინისტრსო საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ ბიზნესმენი ბაკურიანში უნებართვოდ აშენებდა ხუთ სასტუმროს, მოაწყო სათხილამურო ტრასა და საბაგირო გზა, შესაბამისი ნებართვების გარეშე. 

 

მსგავსი სიახლეები