პროკურატურის ე.წ. ბრალდებით მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ხოშტარია ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

10.11.25 16:04
პროკურატურის ე.წ. ბრალდებით მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ხოშტარია ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება

პროკურატურის ე.წ. ბრალდება ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ასე ეხმაურება ელენე ხოშტარია რუსთავსი ქალთა ციხიდან იმ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც პროკურატურამ 8 ოპოზიცონერის საქმეში მის წინააღმდეგ  ჩადო. 

"დროას" ლიდერი ამბობს, რომ ამაყია, რომ "ოცნების" დასანქცირებაში მისი წვლილიც არის. 

რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად  ხშირი თანამგზავრია ჩემი. თუმცა, პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ.

ამაყი ვარ,  რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩავედი უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავი კიევსა და ბუჩაში. ამაყი ვარ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო.

მჯერა, ამ  სირცხვილს ყველა ერთად მოვინწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ. 
ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა, როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერ გამოყენებას ნიშნავს. მარშები კი ოცნებისთვის ახალი თავსატეხია.
ბოლომდე!
რუსთავის ქალთა ციხე"- წერს ელენე ხოშტარია. 

ელენე ხოშტარიას ვიზიტი უკრაინაში ერთ-ერთია, რაც ოპოზიცინერებსი საქმეში პროკურატურამ ერთ-ერთ მტკიცებულებად ჩადო. 

  • ჩანაწერში ელენე ხოშტარია ყვება, რომ უცხოეთში დაინტერესებულები არიან, ხომ არ უნთებს მწვანე შუქს "ქართული ოცნების" ხელისუფლება სანქცირებულ რუსეთის მოქალაქეებს ბიზნების კეთებაში. 

საქმეში დევს კიდევ ერთი ვიდეო-ჩანაწერი, აქაც ხოშტარია-ჯაფარიძე ამომრჩევლებს ღია ცის ქვეშ ხვდებიან. 

"დროას" ლიდერი ღიად ამბობს, რომ ის ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია, თუმცა არ აპირებს "ქართული ოცნების" კანონებს დაემორჩილოს. 

 

მსგავსი სიახლეები