ჩამოვარდა C-130 - თურქეთის თავდაცვის სამინისტროს პირველი გამოხმაურება
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ოთხძრავიანი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 „ჰერკულესი“ - ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო X-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუსაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო.
აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიმავალი C130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი საქართველოში ჩამოვარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო.