თურქეთის შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება

11.11.25 17:45
თურქეთის შს მინისტრი თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება

თურქეთის შს მინისტრი ალი იერლიკაია საქართველოში თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება მან X-ზე გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ტელეფონით ესაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც ასევე ადგილზე მიემგზავრება.

ღრმა მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი ეროვნული თავდაცვის სამინისტროს C130 სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიდიოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ტელეფონით ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გელა გელაძეს, რომელიც ასევე ადგილზე მიემგზავრება.

ვუსურვებ ჩვენს პატივცემულ ერს საუკეთესო სურვილებს"- წერს თურქეთის შს მინისტრი.

მსგავსი სიახლეები