თუ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ნებისმიერ ჩინოვნიკს სახლებიდან გამოვათრევთ - მუმლაძე

25.10.21 17:12
თუ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ნებისმიერ ჩინოვნიკს სახლებიდან გამოვათრევთ  - მუმლაძე

სამოქალაქო აქტივისტები მთავრობას აფრთხილებენ. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი მუმლაძის თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, საზოგადოება პასუხს მთავრობას მოსთხოვს. 

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს თუ დაემუქრება საფრთხე, ნებისმიერ ჩინოვნიკს სახლში მივაკითხავთ და ამ ადამიანებს გამოვათრევთ სახლებიდან, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ბედი ეხლა გადის ჩვენს თავისუფლებაზე", - ამბობს  გიორგი მუმლაძე.

მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტები იუსტიციის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, თუ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, ხალხის პროტესტი "ქართულ ოცნებას" წალეკავს.