ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღარ არის

12.11.25 11:47
ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღარ არის

ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილე აღარ არის -  ფინანსთა სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ ბარნაბიშვილი "პირადი განცხადების საფუძველზე" გადადგა.

ლერი ბარნაბიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

  • ლერი ბარნაბიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად მუშაობის დროს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან", - წერია ბრძანებაში, რომელსაც ხელს "ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

"პირველები" დაინტერესდა, გაუშვეს თუ წავიდა ირაკლი ღარიბაშვილის კადრი თანამდებობიდან, თუმცა "ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტების არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

დუმილის რეჟიმში არიან ბარნაბიშვილის კოლეგებიც. 

ბარნაბიშვილი პოსტზე 2024 წლის 5 მარტს დაინიშნა.

ლერი ბარნაბიშვილის სამუშაო გამოცდილება:

  • 05.03.2024 - 11.11.2025 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
  • 10.03.2021 – 05.03.2024 - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი;
  • 10.01.2020 - 10.03.2021 - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი;
  • 02.12.2015 - 10.01.2020 - ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
  • 21.11.2013 - 02.12.2015 - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • 07.02.2013 - 14.05.2013 - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
  • ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებში 1992 წლიდან მუშაობდა, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. 
  • 11 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა ირაკლი ხმალაძე. 

ასევე ნახეთ:  

მსგავსი სიახლეები