აუქმებს თუ არა "ოცნება" რაჟდენ კუპრაშვილის სამსახურს?
რაჟდენ კუპრაშვილი სავარუდოდ, თანამდებობაზე ყოფნის ბოლო საათებს ითვლის - გავრცელებული ინფორმაციით, "ოცნება" ანტიკორუფციულ ბიუროს აუქმებს, კუპრაშვილს კი პოსტის გარეშე ტოვებს.
ამ ფაქტს პარლამენტში "ოცნების" ინიცირებული ცვლილელებიც ადასტურებს, რომლის მიხედვითაც ყველა ის ფუნქცია, რომელიც რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას ჰქონდა, მალე კობახიძის მიერ შექმნილ "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს" გადაეცემა.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში "ოცნების" წევრები არაფერს ამბობდნენ, თუმცა პარლამენტში აღნიშნული ცვლილებები დღეს დაჩქარებული წესით იქნება განხილული და დამტკიცებული.
დღეს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანემაი, რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა, რომ სანამ აღნიშნული ბიურო იარსებებს, ხელმძღვანელი თავად იქნება.