სააპელაციომ საბა სხვიტარიძის 2-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა
საბა სხვიტარიძის 2-წლიანი განაჩენი სააპელაციოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ძალაში დატოვა - ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
- სხვიტარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2 წლით პატიმრობა 3 სექტემებრს მიუსაჯა.
- საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს და 7-11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.