ექსკლუზივი: მაღალჩინოსანი კობახიძის გარემოცვიდან სკანდალში ეხვევა
სად გაქრა ნავთობის ბიზნესში ჩადებული ფული - ამის დადგენას საქართველოს მთავარ პროკურატურას რუსეთის მოქალაქე 2 თვეა ითხოვს. "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში დარია ნევსკაია ყვება, რომ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ილია შამუგიას ოჯახმა მას დიდძალი თანხა გადაარიცხინა, თუმცა მოატყუეს და ფულს უკან აღარ უბრუნებენ.
ქალი "შაბათს ეთერთან" ამტკიცებს, რომ მას ილია შამუგიას მოსკოველი მეგობრები, დაუკავშირდნენ და ფულის ჩადება შამუგიას მამის ნავთობის ბიზნესში სთხოვეს. ბიზნესმენი ქალის მტკიცებით, მას "ოცნების" ჩინოვნიკის მოსკოველმა მეგობარმა გასული წლის მაისში უთხრა, რომ საქართველოში რუსული ნავთობის შესატანად ფული იყო საჭირო და თუ ინვესოტორი გახდებოდა, სარგებელსაც მიიღებდა.
დარია ნევსკაია ფულის მიმღებად კომპანია "ჯეტ ოილს" ასახელებს, რომელიც საქართველში 2020 წელს დაფუძნდა.
ამ კომპანიის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება" შაბათის ეთერმა" 2 წლის წინ მოამზადა, მაშინ, "ტვ პირველის" გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ კომპანიამ, რომელსაც ირაკლი კობახიძის თანაშემწის და ფლობს, საქართველოში იმ დროისთვის დაახლოებით 100 მილიონის რუსული ნავთობი შემოიტანა.
"ჯეტ ოილის" მფლობელი, ილია შამუგიას და თამარ შამუგიაა, დირექტორი კი ილიას მამა, დავით შამუგია. რუსი ინვესტორი დარია ნევსკაია კომპანიაში 2025 წელს ჩნდება.
ქალი ყვება, რომ მას ფული საბანკო ანგარიშიდან არ გააადარიცხინეს, რადგან არ სურდათ, ტრანზაქციებში რუსული პასპორტის მქონე პირი გამოჩენილიყო. ამიტომ საბოლოოდ, დუბაიდან ფული კრიტოვალუტის საშუალებით გამოიგზავნა. ნევსკაიას მონაყოლის მიხედვით, ის მოგვიანებით მიხვდა, რომ თაღლითობის მსხვერპლი იყო.
რუსეთის მოქალაქე აღნიშნავს, რომ ბიზნესმენს შამუგიებისთვის 200 ათასი ამერიკული დოლარი აქვს ჩარიცხული. ქალი, რომელმაც საქართველოში სამართლებრივი დავა დაიწყო, ამბობს, რომ ხელთ აქვს ჩარიცხვის ყველა დოკუმენტი, დავით შამუგიას ხელმოწერილი კონტრაქტი და აუდიო მტკიცებულებებიც, სადაც კობახიძის მარჯვენა ხელის მამა, არა მხოლოდ ვალს, არამედ იმასაც აღიარებს, რომ ჯეტოილი მათი ოჯახური ბიზნესია.