რა მოხდა 4 ოქტომბერს? - ექსკლუზიური ინტერვიუ ლაშა ბერიძესთან
"პროტესტი უნდა შევინარჩუნოთ!" - ეს არის პატიმრობიდან გათავისუფლებული ლაშა ბერიძის მთავარი სათქმელი.
პოლკოვნიკმა 4 ოქტომბრის დიდი შეკრების დეტალებზე "რუსუდან დუმბაძის დღის ამბებისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
ლაშა ბერიძე, რომელმაც საპროცესო გარიგების შედეგად დატოვა ციხეთა სისტემა TV პირველის პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ კონსპრაციაა ყველა ის თეორია, რომლის მიხედვითაც საორგანიზაციო კომიტეტის რომელიმე წევრი სუს-თან რაიმე ფორმით კონტაქტზე იყო.
"თუ ვინმემ რამე იცით, გამოდით და ღიად თქვით"- მიმართა პოლკოვნიკმა კრიტიკოსებს.
ბერიძე არც იმას გამორიცხავს, რომ გდდ-ის თანამშრომლები "ქართულ ოცნებას" სხვა სახელმწიფო უწყებებშიც ჰყავდა განლაგებული.
"პრეზიდენტის სასახლესთან ჩვენ გვაჯობეს"- მომზადებულები იყვნენ"- განმარტა ყოფილმა სამხედრო პირმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლესთან წასვლის მიზანს, მას პოლკოვნიკი ასე განმარტავს: "შენობის დაკავება მშვიდობაინად".
ლაშა ბერიძის განცხადებით, მსგავსი ინფორმაცია, რომ "პოლიცია ხალხის მხარეს აპირებდა გადმოსვლას, პირადად მას არ ჰქონდა".
მან რუსუდან დუმბაძესთან თქვა, რომ არ იცის, რა იგულისხმა მურთაზ ზოდელავა დაკავებამდე მიცემულ კომენტარში, როცა თქვა: "არ დაელაპარაკოთ რესურსიან ხალხს, ეძებეთ თქვენნაირი გულანთებული ხალხი, მეტი სარგებელი, თანადგომა და მეტი საიდუმლოს შენახვაც იქნება".
გამოცდილი სამხედრო აღნიშნავს, რომ მან არ იცის და თავის დროზე არ დაინტერესდა, რატომ შეირჩა ათონელის რეზიდენცია ადგილად, სადაც პროტესტმა 4 ოქტომბერს მოულოდნელად გადაინაცვლა.
ამის მიუხედავად, პოლკოვნიკი ამბობს, რომ 4 ოქტომბერი მისთვის "გამარჯვების დღეა". "ეს იყო ეროვნული შეკრების დღე"- თქვა მან.
ლაშა ბერიძე TV პირველს ეუბნება, რომ ის პროტესტში რჩება - რას და რა ფორმით გეგმავს "ქართული ოცნების" პოლიტიკის გაპროტესტებას, პოკოოვნიკი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
ინტერვიუს ბოლოს ლაშა ბერიძემ "ქართულ ოცნებას" მიმართა და მიხეილ ყაველაშვილს მოუწოდა, შეიწყალოს პროტსტის დროს დაკავებულები, რომელბსაც ბერიძს ინფორმაციით, შეწყალებაზე განცხადება ადმინისტრაციაში შეტანილი აქვთ.