მედია: კრაკოვში სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
კრაკოვის მთავარ ბაზრის მოედანზე სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოედანზე ავტომობილით მოძრავმა მამაკაცმა „მანქანიდან შემთხვევითი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო“.
ირკვევა, რომ დამნაშავეს პოლიციამ ესროლა და ის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურებია მობილიზებული. ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ, მოერიდონ აღნიშნულ ტერიტორიას.