კალაძე, საათები და დიდი ფული - მერი ახალ სკანდალში ეხვევა
"ინსტაგრამ" გვერდი „ქრონომანია“ ცნობილი ადამიანების, მათ შორის პოლიტიკური ლიდერების საათებს იკვლევს, აფასებს და აქვეყნებს. ბოლო, ვინც ამ სიაში დაამატეს, კახა კალაძეა.
ინსტაგრამ გვერდის მონაცემებით, კალაძის საათების ფასი 2 მილიონ 600 ათას დოლარს აღწევს - ეს კი ეროვნულ ვალუტაში თითქმის 7 მილიონი ლარია.
კალაძემ „ქრონომანიის“ გამოქვეყნებული სიის შემდეგ, "შაბათის ეთერთან" თქვა, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 11 საათიდან ორ საათზე თქვა, რომ ისინი არ არის.
მათ შორის - „რიჩარდ მილეს“, რომელიც „ქრონომანიის“ მონაცემებით 450 ათასი დოლარი ღირს.
ამასთან, კალაძე ამბობს, რომ მას არა „რიშარდ მილეს“ 650 000 დოლარიანი საათი არამედ „რიშარდ მილე“ შთაგონებით, ოღონდ ჩინეთში შექმნილი ბრენდის - „ცარ ბომბას“ წარმოების ასაწყობი საათი უკეთა.
- „ქრონომანიის“ მონაცემებით, კახა კალაძეს ერთ-ერთი უძვირესი ბრენდის, „რიჩარდ მილეს“ კიდევ ორი საათი აქვს - ისინი ბლოგერებმა ფოტოებზე ამოიცნეს. ერთს ფასი- 350 ათასი დოლარი აწერია, მეორეს - 300 ათასი. მითითებულია, რომ ეს "მარკეტფლეისის" ფასია, ანუ ღირებულება ინტერნეტში გასაყიდად განთავსებული ანალოგიური საათების მიხედვით განისაზღვრა. [ეს არ ნიშნავს, რომ კალაძემ ამდენი გადაიხადა].
მკვლევარების თქმით, დეკლარაციაში, რომელსაც კალაძე ავსებს, ვერცერთ საათს ჩამონათვალში ვერ ნახავთ.
- თბილისის მერის დეკლარაციაში შეუძლებელია იპოვო „ფრანსუა-პოლ ჟურნის“ ბრენდის საათი. ეს არის ჭკვიანი მექანიკურ-ელექტრონული საათი შინდისფერი სამაჯურით. ამ მოდელის ღირებულება „ქრონომანიამ“ 190 ათასი დოლარი მიუთითა.
- 150 ათასი დოლარი ღირს „ოდმარ პიგე როიალ ოუკის“ 2022 წელს, კომპანიის 50 წლის იუბილეზე გამოშვებული 18-კარატიანი ყვითელი ოქროს მოდელი.
- 67 ათასადაა შეფასებული „როლექს დეიტონა დი-აი-დაბლიუ კალაძე ედიშენი“. ეს საათი ექსკლუზიურად კახა კალაძისთვის შეიქმნა. ციფერბლატზე ამოტვიფრულია წარწერა „კალა“.
- ფოტო გამოძიებით „პატეკ ფილიპის“ საათიც აღმოაჩინეს კალაძის ხელზე. ელეგანტური 18-კარატიანი ოქროს კლასიკა ლურჯი ციფერბლატით, რომლის დიზაინიც ანტიკური საბერძნეთის „ოქროს კვეთას“ - მათემატიკურ პროპორციას ეფუძნება.
- 15-ათასიანი "როლექსი", რეტრო მოდელი, რომელიც თავის დროზე ყველაზე მძიმე ოქროს საათი იყო და მას ელვის პრესლი და ელტონ ჯონი ატარებდნენ.
კახა კალაძის ახლო მეგობარი, საბა მიქავა ამტკიცებს, რომ კალაძეს გერმანიაში თავად გაუკეთა საათი, რომელიც „ქრონომანიამ" გამოაქვეყნა. მიქავა, რომელიც საათებიზ ბიზნესშიცააა, ამბობს, რომ ამით მყიდველების მოზიდვა უნდოდა.
აღსანიშნავია, რომ კალაძეს და მის ოჯახს ასეთი საჩუქრების მიღებას კანონი უკრძალავს:
საჯარო მოსამსახურის ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური რაოდენობა ოჯახის თითოეულ წევრზე არ უნდა აღემატებოდეს ათს ლარს. კალაძის ოჯახში სულ 6 წევრია - თავად მერი, მეუღლე ანუკი არეშიძე და 4 შვილი. ანუ, წელიწადში 6 000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქარი კალაძეებმა არ უნდა მიიღონ.
ამავე კანონის მე-13 მუხლი გვეუბნება, რომ თუ რომელიმე ჩინოვნიკს - ამ შემთხვევაში კალაძეს - დაშვებულზე ძვირადღირებულ ნივთს აჩუქებენ ის სახელმწიფოს - ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა გადასცეს.