ჰერჩინსკის პასუხი პროპაგანდას: "ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა"
"ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა", - ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩნსკი "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.
საუბარია ივანიშვილის გუნდის ახალ კამპანიაზე, რომლის მიხედვითაც ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბრის განცხადებამდე 5 თვით ადრე, თითქოს "თავად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროსაბჭოს დასკვნების თანახმად".
ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წის დეკემბერში მიანიჭა. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა და მას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, მაგრამ ჩემი და ჩვენი, ევროკავშირის ფუნქციაა, ვუთხრათ ქართველებს რომელი კანონებია შეუსაბამო ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.
2024 წლის გაზაფხულზე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ხმამაღლა ვამბობდით: რომ გთხოვთ არ დაამტკიცოთ უცხოური აგენტების შესახებ კანონი, რადგან ამას მოჰყვებოდა შედეგები.
საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დე ფაქტო შეეჩერებინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და მოუწოდებდა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს შეეცვალათ კურსი.
2024 წლის ივნისის გადაწყვეტილება იყო პირველი გამომაფხიზლებელი ზარი, გასულ კვირას, ალბათ ჩვენ გვქონდა საბოლოო გამომაფხიზლებელი ზარი გაფართოების ანგარიშის ფორმით, რომელიც იყო გამანადგურებელი საქართველო-ევროკავშირის მისწრაფებებისკენ.
გულწრფელად, ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარლამენტარებს არ დასჭირდებათ 18 თვე, რომ ისწავლონ და მიიღონ ზომები, რადგან თუ მათი განზრახვა სერიოზულია, ოდესმე გაწევრიანდნენ ევროკავშირში, მათ დაუყოვნებლივ უნდა შეცვალონ კურსი"- თქვა ელჩმა.
რა დაწერა სამთავრობო მედიამ?
სამთავრობო არხმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი გამოაქვეყნეს, რომელიც მათი მტკიცებით, 2025 წლის 5 ნოემბერს ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააგზავნა.
დღეს ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე, ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
რა მოხდა სინამდვილეში?
ცნობილია, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების შესახებ დასკვნა 2024 წლის 27 ივნისს საჯაროდ გამოაქვეყნა. დასკვნაში ევროპულმა საბჭომ აღნიშნა, რომ "ასეთი ქმედებების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და გაწევრიანების პროცესს დე-ფაქტო აჩერებს".
საჯაროდ არსებული განცხადებებით დასტურდება ისიც, რომ ევროპულმა საბჭომ გარკვეული დათქმაც გააკეთა - თქვა, რომ თუ უკან გაიწვევდა ე.წ. რეპრესიულ კანონს, მათ შორის "რუსულ კანონს" სახელით ცნობილ კანონპროექტს, მაშინ ურთიერთობები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდებოდა.